ლუის ენრიკე
Aa
Aa

ენრიკემ დაბადების დღეზე გუნდი დაპატიჟა, მაგრამ თავად არ მივიდა

RMC Sport-ის ინფორმაციით, ლუის ენრიკემ თავის დაბადების დღეზე პსჟ-ს ფეხბურთელები დაპატიჟა, თუმცა თავად არ მივიდა. პსჟ-ს ფეხბურთელები ბაიერნთან საპასუხო მატჩის შემდეგ ხუთშაბათ საღამოს შეიკრიბნენ, ლუის ენრიკემ გუნდი ტრიუმფალურ თაღთან მდებარე ძალიან პრესტიჟულ რესტორან „პრუნიეში'' დაპატიჟა. ესპანელი სპეციალისტი, რომელიც 56 წლის გახდა, შეხვედრას არ დაესწრო.

ლუის ენრიკე, რომელიც პსჟ-ს სათავეში 2023 წელს ჩაუდგა, პარიზული კლუბის ბოლოდროინდელი წარმატებების მთავარი შემოქმედია. პსჟ ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა, ხოლო გასულ სეზონში კლუბმა ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგა მოიგო. პარიზული გუნდი ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მოგებას შაბათს, 30 მაისს, ბუდაპეშტში შეეცდება, ფინალში პსჟ-ს მეტოქე მიკელ არტეტას გაწვრთნილი არსენალია. მანამდე პარიზელებმა ლიგა 1-ში სამი მატჩი უნდა ჩაატარონ ბრესტთან (10 მაისი), ლანსთან (13 მაისი) და პარიზთან (17 მაისი).

ენრიკეს, რომელიც დღეს 56 წლის გახდა, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები