ხვიჩა კვარაცხელია, მარკო ტარდელი
Aa
Aa

„ამიტომ ვერ ვუწევთ კონკურენციას ევროპას“ | ტარდელის კვარა ჯიჯი მერონის ახსენებს

ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს, მარკო ტარდელის, ადგილობრივ გამოცემა La Stampa-ში საკუთარი სვეტი აქვს. La Stampa-ს ბოლო ნომერში ტარდელი „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ბაიერნის“ შეხვედრას გამოეხმაურა და ხვიჩა კვარაცხელია ჯიჯი მერონის შეადარა.

„პარი სენ-ჟერმენისა და „ბაიერნის“ ნახევარფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ, ალბათ, კიდევ ერთხელ მივხვდით, რატომ ვეღარ უწევს იტალიური ფეხბურთი ევროპის სხვა ქვეყნებს კონკურენციას. ორი უმაღლესი ფიზიკური და ტექნიკური ხარისხის გუნდი — ხუთი ჩემპიონით, ვარსკვლავებითა და შესანიშნავი მოთამაშეებით; მაშინ როცა ჩვენ, საუკეთესო შემთხვევაში, ერთი ჩემპიონისა და კარგი ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდის იმედად ვართ.

აი, ეს არის განსხვავება. ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსი იტალიელი ფეხბურთელი რომ გავიხსენოთ, რომელიც თავისი მოძრაობებით მძაფრ ემოციას გვანიჭებდა, მაგალითად, მეტოქეებს უმარტივესად იშორებდა, შორეულ წარსულში დაბრუნება მოგვიწევს და ჯიჯი მერონიზე ვისაუბრებთ — ტორინოს მოთამაშეზე, რომელიც დაჯილდოებული იყო უდიდესი კრეატიულობითა და საჭირო სითავხედით, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ“.

ცნობისთვის, ჯიჯი მერონი ფეხბურთს მეოცე საუკუნის 60-იან წლებში თამაშობდა. იგი 24 წლის ასაკში ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. იტალიური გამოცემები მასზე წერენ: „მერონი იმ მოთამაშეთა სიაშია, რომლებმაც „კატენაჩოს“ დაცვით სქემას სისუსტე უპოვეს და აღნიშნული სტილის მიმდევარ გუნდებს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შეუძლია, დაცვაში ჩასასვლელად 90 მეტრი გაირბინოს“ | მიკუმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„შეუძლია, დაცვაში ჩასასვლელად 90 მეტრი გაირბინოს“ | მიკუმ კვარაცხელიაზე ისაუბრა