ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„შეუძლია, დაცვაში ჩასასვლელად 90 მეტრი გაირბინოს“ | მიკუმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

„ბორდოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჟოან მიკუმ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. მიკუმ ქართველი გარემარბის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და აღნიშნა, რომ ის „პარი სენ-ჟერმენის“ საკვანძო მოთამაშეა.

„ბურთითაც და უბურთოდაც, ის გამორჩეული ფეხბურთელია. მიაღწევდა თუ არა პარი სენ-ჟერმენი წარმატებას მის გარეშე? არავინ იცის. შესაძლოა, ლუის ენრიკეს სხვაგვარი მიდგომა აერჩია, მაგრამ ფაქტია, რომ კვარაცხელია ამ გუნდის საკვანძო მოთამაშეა.

დიდებულ გუნდებში ასეთი ფეხბურთელები ყოველთვის არიან. მართალია, პარი სენ-ჟერმენში სხვა შესანიშნავი ფეხბურთელებიც თამაშობენ, მაგრამ ასეთ მნიშვნელოვან მატჩებსა და მომენტებში კვარაცხელია უფრო სტაბილურია. მას სწორი მენტალიტეტი აქვს და შეუძლია, დაცვაში ჩასასვლელად 90 მეტრი გაირბინოს.

ამიტომ ბუნებრივია, რომ როდესაც მის გვერდით ხარ და ამას ხედავ, შენც ერთვები და იმავეს აკეთებ. ყოველთვის ვიმეორებ ალესანდრო დელ პიეროს ციტატას, რომელიც სრული ჭეშმარიტებაა: დელ პიერო ამბობს, რომ კვარაცხელია არის მოთამაშე, რომელიც ყოველ ჯერზე, როდესაც ბურთს იღებს, მას მცველს არც კი ანახებს. ასეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ დაცვაში თამაში თითქმის შეუძლებელია, განსაკუთრებით — მისი სისწრაფისა და შესრულების უნარის გათვალისწინებით.

ის ბურთს იღებს და ეგრევე სიჩქარეს კრეფს. მის წინააღმდეგ დაცვაში თამაში ძალიან რთულია. მან კიდევ ერთი საოცარი მატჩი ჩაატარა. არის თუ არა ის ოქროს ბურთის ღირსი, ვნახავთ... ვფიქრობ, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე სხვა რომელიმე გამორჩეული მოთამაშე არ გამოჩნდება, ის ერთი ნაბიჯით წინ იქნება“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია და „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდებიან. მატჩი 30 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინგლისური კლუბები დიდ ინტერესს იჩენენ | ლოჩოშვილზე დიდი მოთხოვნაა
ინგლისური კლუბები დიდ ინტერესს იჩენენ | ლოჩოშვილზე დიდი მოთხოვნაა