ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

ზედიზედ მესამედ | კიტეიშვილი ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა

ავსტრიის ბუნდესლიგის ვერსიით, 2025-26 წლების სეზონის ავსტრიის ელიტარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ ოთარ კიტეიშვილი დასახელდა. გრაცის შტურმის ლიდერი აღნიშნული ჯილდოს მფლობელი ზედიზედ მესამედ გახდა. ავსტრიის ბუნდესლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ქართველის კომენტარი გამოაქვეყნა.

ოთარ კიტეიშვილი: „ეს აღიარება ჩემთვის ბევრს ნიშნავს და მესამედაც კი წარმოუდგენელი პრივილეგიაა. ასეთი პერსონალური ჯილდოები შეუძლებელი იქნებოდა ჩემი თანაგუნდელებისა და სამწვრთნელო შტაბის მხარდაჭერის გარეშე. ჩემთვის ეს ჯილდო ჩვენი საერთო განვითარების ნიშანია და ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია, დარჩენილ ორ ტურში აუცილებლად გვსურს ჩვენი დიდი მიზნის მიღწევა.“

ავსტრიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი შეასრულა. 30 წლის ნახევარმცველი ბომბარდირთა დავას კინგსტონ მუტანდვასთან ერთად ლიდერობს.

ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ექვსეულს ლასკ-ი 33 ქულით ლიდერობს, შტურმი 31 ქულით მეორე ადგილზეა. სეზონის დასრულებამდე 2 ტური რჩება, შტურმი ჰარტბერგს ესტუმრება (10 მაისი) და შემდეგ რაპიდს მიიღებს (17 მაისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინგლისური კლუბები დიდ ინტერესს იჩენენ | ლოჩოშვილზე დიდი მოთხოვნაა
ინგლისური კლუბები დიდ ინტერესს იჩენენ | ლოჩოშვილზე დიდი მოთხოვნაა