გიორგი შერმადინი
Aa
Aa

შერმადინის აღიარება - ჩემპიონთა ლიგის ათწლეულის სიმბოლურში მოხვდა

ესპანეთის ქალაქ ბადალონაში საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელსაც „ტენერიფეს“ ქართველი ცენტრის, გიორგი შერმადინის აღიარების გარეშე არ ჩაუვლია.

ქართველი კალათბურთელი ბოლო ათწლეულის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. სრული ხუთეული კი ასე გამოიყურება: მარსელინიო უერტასი, კენდრიკ პერი, კევინ პანტერი, ვოიტეხ ჰრუბანი და გიორგი შერმადინი. ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად „ლაგუნა ტენერიფეს“ მწვრთნელი ჩუს ვიდორეტა დასახელდა. 

რაც შეეხება მიმდინარე სეზონის საუკეთესოებს, გიორგი შერმადინი სეზონის საუკეთესო ხუთეულშიც მოხვდა, რომელიც ასე გამოიყურება: ფრენკ ბარტლი (აეკი), რიკი რუბიო (ბადალონა) ჯერიკ ჰარდინგი (რიტასი), რაიქუან გრეი (აეკი) და გიორგი შერმადინი (ტენერიფე). 

მიმდინარე სეზონის MVP ბარტლი გახდა, საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო კი „აეკის“ თავკაცმა, დრაგან საკოტამ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA | სპურსმა მინესოტას გაუთანაბრა, ნიქსმა ფილადელფიას ისევ მოუგო
NBA | სპურსმა მინესოტას გაუთანაბრა, ნიქსმა ფილადელფიას ისევ მოუგო