ბუდუ ზივზივაძე, ფრანკ შმიდტი
Aa
Aa

„შვება დაეტყო, უფრო თავდაჯერებულია“ | ჰაიდენჰაიმის მწვრთნელმა ბუდუზე ისაუბრა

„ჰაიდენჰაიმის“ მთავარ მწვრთნელს, ფრანკ შმიდტს, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბუდუ ზივზივაძეზე დაუსვეს შეკითხვა. გერმანელმა სპეციალისტმა ზივზივაძე შეაქო და აღნიშნა, რომ ახლა ბუდუ ბევრად თავდაჯერებულია.

„ვხედავ, რომ მას შვება დაეტყო. გოლების გატანა თავდამსხმელისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ვფიქრობ, ეს ბუდუსთან მიმართებითაც კარგად ჩანს. იმ წარმატების ფონზე, რაც ბოლო დროს ჰქონდა, იგი უფრო თავდაჯერებული და საკუთარ ძალებში დარწმუნებული გახდა.

ბუდუ არა მხოლოდ კარის წინაა სახიფათო, არამედ ბურთსაც კარგად ინარჩუნებს და შეტევაში ორთაბრძოლებს იგებს. ფეხბურთელისთვის წარმატების შეგრძნება შეუცვლელი რამაა და ეს გუნდისთვისაც უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ, ახლა მის მოქმედებებში გარკვეული სიმსუბუქე იგრძნობა. როდესაც მის თამაშს უყურებთ, ხედავთ, რომ ის საკუთარ თავს ზედმეტი ფიქრით აღარ ბოჭავს.

ბოლო კვირებში, ან მანამდე, როცა გოლი ვერ გაჰქონდა, ბევრ ფიქრს იწყებდა. რა თქმა უნდა, ამ მხრივ კრიტიკა ნამდვილად არ გშველის, რადგან უფრო მეტ ფიქრს იწყებ და ეჭვები გიჩნდება. ახლა ის თავისუფალია და არ ვაპირებთ, შევბოჭოთ და უკან დავხიოთ“.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძვის. ბუდუს გუნდი 23 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება და „ვოლფსბურგსა“ და „ზანქტ-პაულის“ 3-3 ქულით ჩამორჩება. „ჰაიდენჰაიმის“ მომდევნო მეტოქე „კიოლნია“, რომელსაც 10 მაისს სტუმრად დაუპირისპირდება. რაც შეეხება ბუდუს, მან გოლი ბუნდესლიგის ზედიზედ ოთხ შეხვედაში გაიტანა და ბოლო მატჩში, „ბაიერნთან“ დუბლი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნიჭიერი ახალგაზრდაა | ბაიერნის სპორტული დირექტორი თორნიკე კვარაცხელიაზე
ნიჭიერი ახალგაზრდაა | ბაიერნის სპორტული დირექტორი თორნიკე კვარაცხელიაზე