„მსაჯების გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები“ - დოლიძე დანკანთან მარცხის შემდეგ
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ლეროი დანკანთან მარცხის შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც განაცხადა, რომ მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
რას ამბობს დოლიძე:
„შედეგით კმაყოფილი არ ვარ. არ ვეთანხმები მსაჯების გადაწყვეტილებას, თუმცა მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. ბრძოლის შემდეგ ხელების ქნევას აზრი არ აქვს. მალე დავბრუნდები მშობლიურ მიწაზე. შევხვდებით საქართველოში“.
ვრცელი კომენტარი:
შეგახსენებთ, რომ რომან დოლიძე UFC London-ის ქარდზე ლეროი დანკანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.