მარკის რიდი
Aa
Aa

რიდის ორმაგი დუბლი - ტრაბზონსპორი ბეშიქთაშთან დამარცხდა

თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების 23-ე ტურში „ტრაბზონსპორი“, სადაც საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელი მარკის რიდი ასპარეზობს, ერთ-ერთ კონკურენტთან, „ბეშიქთაშთან“ სტუმრად 6-ქულიანი სხვაობით, 80:86 დამარცხდა, თუმცა ამაში ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის წევრს ბრალი ნაკლებად მიუძღვის, რადგან უმაღლეს დონეზე ითამაშა და ორმაგი დუბლი შეასრულა.

რიდმა თამაში სასტარტოში დაიწყო და 34 წუთში 17 ქულა, 6 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. მარკისმა თოთხმეტიდან ექვსი ორქულიანი და ხუთიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან მისი ორივე ტყორცნა კი არაზუსტი აღმოჩნდა. ექვსი მოხსნიდან რიდმა სამი - დაცვაში, სამი კი თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ორჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

ცნობისათვის, 16 მოგებითა და 7 წაგებით „ტრაბზონსპორი“ თურქეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო ტურში რიდი და მისი თანაგუნდელები „ბაჩეშეჰირს“ უმასპინძლებენ და მატჩი 27 მარტს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის 9 ქულა ლეიკერსთან და დაპირისპირება დონჩიჩთან - სლოვენიელი გააძევეს
ბითაძის 9 ქულა ლეიკერსთან და დაპირისპირება დონჩიჩთან - სლოვენიელი გააძევეს