რა მოხდა ფინალის შემდეგ - იამალმა მესისთან დიალოგი გაიხსენა
ესპანეთის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ფეხბურთელმა, ლამინ იამალმა ჟურნალისტებთან საუბარში გაიხსენა ის დიალოგი, რომელიც მასსა და ლიონელ მესის შორის ფინალის დასრულების შემდეგ შედგა.
„ჩემი და მესის ცნობილი ფოტო? ეს ნამდვილი სიგიჟეა, რომ 18 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მის წინააღმდეგ ვითამაშე. ასეთი სცენარით მოვლენების განვითარება უბრალოდ არარეალური იყო, ლეო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა, მას ყოველთვის ვაღმერთებდი.
როდესაც მატჩი დასრულდა, ჩემი პირველი ინსტინქტი იყო, მივსულიყავი ლეოსთან და ჩემი პატივისცემა გამომეხატა. ლეომ ხელი ჩამომართვა, გადამეხვია და მითხრა, რომ შრომა გამეგრძელებინა, იმიტომ რომ მომავალი ჩვენს თაობას ეკუთვნის. მისგან ასეთ სიტყვებს თითქმის ისეთივე ფასი აქვს, როგორც მუნდიალის ოქროს მედალს. ეს სიტყვები მთელი კარიერის განმავლობაში თან გამყვება“.
როგორც იცით, ფერან ტორესის გოლით ესპანეთმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინას მოუგო და ისტორიაში მეორედ გახდა მუნდიალის გამარჯვებული.