მოვსარ ევლოევი, დენა უაითი, ლერონ მერფი
Aa
Aa

აქამდე დენას მხოლოდ ვძულდი | ევლოევის გამარჯვება და სატიტულო ბრძოლის შანსი

UFC London-ის მთავარ ბრძოლაში ქვემსუბუქ წონაში მოვსარ ევლოევმა მსაჯთა უპირატესი გადაწყვეტილებით ლერონ მერფი დაამარცხა. 34 წლის მებრძოლი დაუმარცხებელი იყო და ევლოევი პირველია, ვინც მასთან გამარჯვება შეძლო. რაც შეეხება მოვსარ ევლოევს, 32 წლის რუსი დაუმარცხებელია, კარიერაში 20-დან ყველა ბრძოლა მოიგო. კონკრეტულად UFC-ში 2019 წლიდან გამოდის, მის აქტივში 10 გამარჯვებაა.

მერფისთან გამარჯვების შემდეგ ორგანიზაციის პრეზიდენტმა დენა უაითმა განაცხადა, რომ ევლოევი სატიტულო ბრძოლისთვის შესანიშნავ პოზიციაზეა. დენას კომენტარზე ევლოევს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, მისი პასუხი ასეთი იყო: „მადლობა ბიძია დანა ამ სიტყვებისთვის, რადგან აქამდე მხოლოდ გძულდი''.

ევლოევი-მერფის ბრძოლამდე ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ განაცხადა, რომ თუ ევლოევი გაიმარჯვებდა, მისი დაუმარცხებელი სერიია შეჩერება მისთვის ძალიან სასიამოვნო იქნებოდა: „დაღესტნელების, ჩეჩნებისა და ინგუშების ჭიდაობას UFC-ის მებრძოლების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ იცის რა დაუპირისპიროს. მათ ჭიდაობასთან გამკლავება რომ მხოლოდ მე შემიძლია, ეს ისლამ მახაჩევთან პირველ ბრძოლაშიც დავამტკიცე. სწორედ ამიტომ, მსურს ქამარი სტილისტურად მახაჩევთან ახლოს მყოფ ევლოევთან დავიცვა. თუ მოვსარი ლერონ მერფის დაამარცხებს, ინგუშის წაუგებელი სერია 20 ბრძოლამდე გაიზრდება და მისი ამ სვლის შეჩერება პირადად ჩემთვის დიდი სიამოვნების მომტანი იქნება''.

UFC London-ის წინ ევლოევზე რომან დოლიძემაც ისაუბრა. მისი აზრით, ევლეოვისთვის სატიტულო ბრძოლა აქამდეც უნდა მიეცათ: „მოვსარს დიდი ხანია ვიცნობ და როგორც მინიმუმ სწორედ ამიტომ, ლერონ მერფისთან მის დაპირისპირებას დიდი ინტერესით ველოდები. ევლოევი კარგი ადამიანია და მისი გულშემატკივარი ვიქნები. გამარჯვების შემთხვევაში ალბათ ქამარზე იჩხუბებს, თუმცა ჩემი აზრით, მისთვის სატიტულო ბრძოლა აქამდეც უნდა მიეცათ''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„15 მილიონს ერთი დოლარიც კი არ დაამატეს“ - ჯონსი პერეირასთან ჩაშლილ ჩხუბზე
„15 მილიონს ერთი დოლარიც კი არ დაამატეს“ - ჯონსი პერეირასთან ჩაშლილ ჩხუბზე