გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

„კიდევ უნდა დაველოდოთ“ - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი გრასიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

რა თქვა გრასიამ:

„გიორგი სამედიცინო შტაბთან ერთად მუშაობს. ის რეაბილიტაციის პროცესს აგრძელებს და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მის დაბრუნებას. ჩაკვეტაძე დიდ სამუშაოს ასრულებს - ის ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისი რეაბილიტაცია კარგი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ მიმდინარეობს, უბრალოდ, კიდევ უნდა დაველოდოთ“.

ცნობისთვის, დღეს „უოტფორდი“ „ვიკერეიჯ როუდზე“ „ვესტ ბრომვიჩს“ მიიღებს. 10 მატჩის შემდეგ „უოტფორდს“ 12 ქულა აქვს და „კრაზანები“ ჩემპიონშიფის სატურნირო ცხრილში მე-16 პოზიციას იკავებენ.

რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მან ბოლოს გასულ სეზონში, 5 აპრილს „ბრისტოლის“ წინააღმდეგ ითამაშა და მას შემდეგ ტრავმის გამო უქმობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვილიარეალის ცუდი მატჩი - მანჩესტერ სიტიმ ლა სერამიკაზე მოიგო
ვილიარეალის ცუდი მატჩი - მანჩესტერ სიტიმ ლა სერამიკაზე მოიგო