გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

სპორტინგის სენსაციური მარცხი | ქოჩორაშვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს

გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგი“ პორტუგალიის ლიგის თასისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ნახევარფინალში „ლომები“ „გიმარაეშს“ დაუპირისპირდნენ და სენსაციურად დამარცხდნენ. ქართველი ფეხბურთელის გუნდი გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ორი ბურთი გაუშვა.

„სპორტინგი“ ლუის სუარესის გოლით იგებდა, რომელმაც ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა. მთავარი არბიტრის მიერ დამატებულ პირველ წუთზე რუი ბორჟესმა ქოჩორაშვილი მოედანზე შეიყვანა. მისი შესვლიდან რამდენიმე წამში „გიმარაეშმა“ წონასწორობა აღადგინა, დამატებულ მე-11 წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა — 2:1.

ქართველი ფეხბურთელი ბურთს მხოლოდ სამჯერ შეეხო. გიორგიმ ყვითელი ბარათი მიიღო და სამი დაკარგვა ჰქონდა. მატჩის შემდეგ „სპორტინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუი ბორჟესმა განაცხადა, რომ მისი გუნდი ყველა ტიტულისთვის ბოლომდე იბრძოლებს და მაქსიმუმს გააკეთებს, რათა თამაშის ბოლო მონაკვეთები უკეთ გააკონტროლოს.

ცნობისთვის, „სპორტინგს“ პორტუგალიის ჩემპიონატში 42 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა. „ლომები“ ლიდერ „პორტუს“ 7 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
Liverpoolworld: ლივერპულს კვარაცხელიას მსგავსი გარემარბი სჭირდება
Liverpoolworld: ლივერპულს კვარაცხელიას მსგავსი გარემარბი სჭირდება