გაგნიძე ტრავმის გამო შეცვალეს | პაჩეტა სასტარტოში მხოლოდ თასზე ათამაშებს
ესპანეთის თასის 1/16-ფინალში „გრანადა’’ – „რაიო ვალეკანოს’’ მატჩის 66-ე წუთზე ლუკა გაგნიძე ტრავმის გამო შეცვალეს. „გრანადას’’ მთავარი მწვრთნელი პაჩეტა ქართველ ფეხბურთელს სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ესპანეთის თასზე ათამაშებს, დღეს „რაიოსთან’’ სასტარტოში გაამწესა, თუმცა სამწუხაროდ მეორე ტაიმში ლუკამ ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა.
„გრანადამ'' პირველი ტაიმი 1:0 მოიგო, თუმცა მეორე ტაიმში 3 გოლი გაუშვა და ესპანეთის თასს დაემშვიდობა.
ლუკა გაგნიძე ესპანურ კლუბს მიმდინარე სეზონის დასაწყისში შეუერთდა, ლა ლიგა 2-ში 9 მატჩი ჩაატარა, სასტარტოში ერთხელაც არ უთამაშია, ცხრავე შეხვედრაში ცვლილებაზე გამოვიდა. რაც შეეხება ესპანეთის თასს, სამივე მატჩში სასტარტოში იყო, „როდასთან’’ 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.