გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის ბრწყინვალე მატჩი - გოლი, ასისტი და გამარჯვება ელჩესთან

ლა ლიგის მე-18 ტურში გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ „ელჩეს“ ესტუმრა და 3:1 იმარჯვა.

ქართველი ფორვარდი „ყვითელი წყალქვეშა ნავის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და უკვე მე-7 წუთზე ასისტი მიითვალა, როცა მისი პასით ანგარიში ალბერტო მოლეირომ გახსნა. მე-13 წუთზე მიქაუტაძემ ასისტს გოლი მიამატა, ასისტენტის როლში კი ამჯერად ნიკოლა პეპე იყო.

30-ე წუთზე მასპინძლებმა ერთი გოლი გაქვითეს და შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. 51-ე წუთზე მიქაუტაძეს დუბლის გაფორმებაც შეეძლო, თუმცა მეკარესთან პირისპირ გასული ფორვარდის ლამაზ დარტყმას სიზუსტე დააკლდა. 81-ე წუთზე ალფონსო პედრასამ „ვილიარეალის“ მესამე გოლი გაიტანა და მარსელინოს გუნდმა საქმე ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

Sofascore-მა მიქაუტაძის თამაში 7.5 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი 75 წუთში ასეთი იყო: 1 გოლი, 1 ასისტი, 1 დარტყმა კარში, 1 დაბლოკილი დარტყმა, 32 შეხება ბურთთან, 2 წარუმატებელი დრიბლინგი, 2 საკვანძო პასი, 17-დან 13 ზუსტი პასი (76%), 6-დან 1 მოგებული ორთაბრძოლა, 2-დან 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა. მიქაუტაძემ 11-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს ერთხელ დაარღვევინა წესები.

მიქაუტაძის გამორჩეული მომენტები VS ელჩე

 

17 მატჩის შემდეგ „ვილიარეალს“ 38 ქულა აქვს. მიქაუტაძის გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა და ლიდერ „ბარსელონას“ 8 ქულით, მეორე ადგილზე მყოფ „რეალს“ კი 4 ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ „ვილიარეალს“ ორივე კლუბთან შედარებით 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხვიჩას თამაში საეჭვოა - გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ
ხვიჩას თამაში საეჭვოა - გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ