თორნიკე შენგელია
Aa
Aa

„ევროლიგაში გამორჩეული კალათბურთელია“ - ბარსელონას მწვრთნელი შენგელიაზე

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი პასკუალმა „მაკაბისთან“ მოგებული მატჩის შემდეგ კატალონიელების ქართველი ლეგიონერი, თორნიკე შენგელია შეაქო და მას ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი უწოდა.

რა თქვა პასკუალმა:

„თორნიკე შენგელია ევროლიგაში გამორჩეული კალათბურთელია, არაჩვეულებრივი ტრანსფერი, რაც დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. წარმოუდგენლად კონკურენტულია, კარგად ესმის თამაში, პარკეტზე ნამდვილი ლიდერია და ნებისმიერი კალათბურთელის აყვანა შეუძლია. შენგელია ძალიან გვაკლდა და მიხარია, რომ ასეთი მნიშნველოვანი მოთამაშე დაგვიბრუნდა“.

ცნობისთვის, „ბარსელონამ“ „მაკაბი“ 93:83 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების კაპიტანს კი 25:12 წუთში 22 ქულა, 2 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა.

ევროლიგის მიმდინარე სეზონში „ბარსელონამ’’ 20-დან 13 მოიგო, 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა. ევროლიგაში მომდევნო მატჩს შინ, 9 იანვარს „პარტიზანთან’’ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბითაძის ეფექტური ჩატენვები | ორლანდომ სტუმრად ვაშინგტონს ვერ მოუგო
ბითაძის ეფექტური ჩატენვები | ორლანდომ სტუმრად ვაშინგტონს ვერ მოუგო