ეფექტური ასისტი - გაგნიძის მესამე საგოლე მოქმედება
ლუკა გაგნიძე ჯერჯერობით „გრანადას“ ძირითადი შემადგენლობის წევრად ვერ ჩამოყალიბდა, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ მისი ანდალუსიურ კლუბში ინტეგრაცია წარმატებულად მიმდინარეობს და ნელ-ნელა როგორც მთავარი მწვრთნელის, ასევე გულშემატკივრების სიმპათიებით სარგებლობს.
ლა ლიგა 2-ის XIII ტურში „გრანადამ“ საკუთარ სტადიონზე „სარაგოსა“ 3:1 დაამარცხა, 22 წლის ქართველი ნახევარმცველი კი შეხვედრაში 78-ე წუთზე ჩაერთო და მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე მხოლოდ თხუთმეტიოდე წუთის გატარება მოუწია, საგოლე პასის შესრულება მაინც მოასწრო. არბიტრის მიერ კომპენსირებულ მესამე წუთზე ლუკამ მის მსგავსად, ცვლილებაზე შესული ხოსე არნაისი რბილი და ტექნიკური პასით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ამ უკანასკნელმაც საბოლოო ანგარიში, 3:1 დააფიქსირა.
ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში ლუკა გაგნიძემ „გრანადას“ შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა და თავი 3 საგოლე პასით გამოიჩინა. ანდალუსიური კლუბი კი, სეგუნდადივიზიონის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მეცხრამეტე ადგილზეა.