გიორგი მამარდაშვილი, ერლინგ ჰოლანდი, ჟერემი დოკუ
Aa
Aa

ლივერპულის მძიმე მარცხი სიტისთან - მამარდამ ჰოლანდს პენალტი აუღო

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ სტუმრად „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდა და 3:0 დამარცხდა.

გიორგი მამარდაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩი 3 მოგერიებით დაასრულა. მათ შორის ყველაზე დასამახსოვრებელი მე-13 წუთზე შესრულებული სეივი იყო. მამარდაშვილის მიერ, ჟერემი დოკუზე დაფიქსირებული ჯარიმის გამო, მთავარმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ერლინგ ჰოლანდმა შეასრულა, თუმცა ქართველმა მეკარემ თავისივე დაშვებული შეცდომა გამოასწორა და ნორვეგიელ შემტევს გოლის გატანის შესაძლებლობა არ მისცა.

სამწუხაროდ, ამ ეპიზოდმა „ლივერპულის“ თამაშზე დადებითად ვერ იმოქმედა და მალევე, ერლინგ ჰოლანდმა გოლის გატანა მაინც შეძლო. პირველი ტაიმის მიწურულს „მანჩესტერ სიტიმ“ ნიკო ლიუისის გოლით სხვაობა ორამდე გაზარდა, მეორე ნახევარში, 63-ე წუთზე კი დოკუმ მამარდაშვილის კარში მესამე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

მან. სიტის გოლები:

როგორც გითხარით, გიორგი მამარდაშვილს სამი მოგერიება ჰქონდა. მე-13 წუთზე აღებული თერთმეტმეტრიანის გარდა, მამარდაშვილმა 26-ე და 55-ე წუთებზე ჟერემი დოკუს დარტყმული ბურთები მოიგერია.

მამარდას მოგერიებები:

შესაბამისად, პრემიერ ლიგაში „ლივერპულის“ საშინელი სერია გრძელდება. ბოლო 6 მატჩიდან, არნე სლოტის გუნდმა 5 წააგო და მხოლოდ 1 მოიგო. ამან სატურნირო ცხრილზეც იმოქმედა და 11 ტურის შემდეგ, მერსისაიდული გუნდი 18 ქულით მე-8 პოზიციაზე დაქვეითდა. „ლივერპული“ მომდევნო შეხვედრას სანაკრებო პაუზის შემდეგ, 22 ნოემბერს საკუთარ მოედანზე „ნოტინგემ ფორესტთან“ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოემბრის მატჩები - საქართველოს ნაკრებს მიქაუტაძე და კაკაბაძე გამოაკლდნენ
ნოემბრის მატჩები - საქართველოს ნაკრებს მიქაუტაძე და კაკაბაძე გამოაკლდნენ