ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Liverpoolworld: ლივერპულს კვარაცხელიას მსგავსი გარემარბი სჭირდება

ბრიტანული გამოცემა Liverpoolworld-ი „ლივერპულის” შესახებ წერს და „მერსისაიდელთა” შეტევაში გარემარბების პრობლემას უსვამს ხაზს, რომელიც ზოგადად თანამედროვე ფეხბურთშია.

Liverpoolworld-ი ხვიჩა კვარაცხელიას ახსენებს და მას იშვიათ გარემარბად მოიხსენიებს.

„თანამედროვე ფეხბურთის მიმართ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ იგი ზედმეტად ორგანიზებული და ტაქტიკური გახდა.

თამაშში ინდივიდუალისტი და თავისუფალი სტილის მქონე მოთამაშეები სულ უფრო იშვიათად გვხვდებიან, რადგან არსებულ სისტემებში მწვრთნელებს აღარ აქვთ ადგილი ისეთი ფეხბურთელებისთვის, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, ტრადიციული „ათი ნომრები“ კი სულ უფრო მეტად ქრებიან.

გარემარბებს აძლევენ მითითებას, რომ ნაკლებად გარისკონ, შეინარჩუნონ ბურთის ფლობა მცველთან პირისპირ შესვლის ნაცვლად და მათ აღარ აქვთ თავისუფლება, რომ მოედანზე რაიმე განსაკუთრებული შექმნან. არნე სლოტის შემადგენლობაში მხოლოდ რიო ნგუმოა შეიძლება ჩაითვალოს ისეთ მოთამაშედ, რომელსაც დრიბლინგითა და მცველებზე შეტევით არაფრისგან რაღაცის შექმნა შეუძლია.

სწორედ ეს არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც „ლივერპულმა“ იან დიომანდეს მიმართ ინტერესი უნდა გააღრმავოს. მას კვარაცხელიას ადარებენ, მისი სტილის მოთამაშეა. „ლაიფციგის“ გარემარბი ორივე ფეხს თანაბრად ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას ერთნაირად კარგად შეუძლია დარტყმა ან ჩაწოდება როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფეხით. თუ ამას მის ელვისებურ სისწრაფესაც დავუმატებთ, ის მცველებისთვის ნამდვილი კოშმარია. შეუძლია ბურთი მოედნის ცენტრში მიიღოს და მეტოქის რიგებში ქაოსი დათესოს“.

- წერს ბრიტანული გამოცემა.

მსგავსი სიახლეები