ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე, ფაბიო კაპელო
Aa
Aa

„პარი სენ-ჟერმენმა მაღალი დონის მოთამაშეები დაიმატა“ | კაპელო ლუის ენრიკეს აქებს

ლეგენდარულმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ Marca-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემამ კაპელოს შეკითხვა ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენის“ შესახებ დაუსვა და ფაბიომ ლუის ენრიკე შეაქო.

– გაკვირვებული დარჩით თუ არა იმ მაღალი დონით, რომელიც „პარი სენ-ჟერმენმა“ ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით აჩვენა და გასულ სეზონში ექვსი ტიტული მოიგო?

„ლუის ენრიკეს საოცარი სეზონი ჰქონდა. გაკვირვებული დავრჩი, რადგან ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ერთად ახალი თავგადასავლის დაწყება მარტივი ნამდვილად არ არის. მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდნენ პსჟ-ში გადასული ახალი ფეხბურთელები, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ძალიან, ძალიან მაღალი დონის მოთმაშეები არიან.

„პარი სენ-ჟერმენს“ მსოფლიო კლასის ნახევარდაცვა ჰყავს. მათ იციან, როგორ შეარჩიონ პოზიცია, ხასიათით გამოირჩევიან და არაფრის ეშინიათ. როდესაც ასეთი დონის ნახევარდაცვის ხაზი გყავს, ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. ისინი ბურთს ყველაზე ხშირად ეხებიან და თავიანთი მაღალი დონის წყალობით თანაგუნდელებს გოლების გატანას უმარტივებენ. ამასთან, „პარი სენ-ჟერმენს“ ჯანლუიჯი დონარუმაც ჰყავდა, რომელმაც გუნდი ბევრჯერ გადაარჩინა. ბევრის აზრით, ის მსოფლიოში საუკეთესო გოლკიპერია.“

– საინტერესოა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ წლების განმავლობაში სუპერვარსკვლავებზე აკეთებდა ფსონს და ჩემპიონთა ლიგა მოიგო მაშინ, როდესაც ასეთი სტატუსის ფეხბურთელი აღარ ჰყავდა.

„დიახ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი  ხარისხიანი ფეხბურთელების გაფორმება და მათთვის სათამაშო სისტემაში, რომელშიც თავს ყველაზე კარგად გრძნობენ, საუკეთესო პოზიციის შერჩევაა. ენრიკე საქებარ სიტყვებს იმსახურებს. ის ინოვაციების შემომტანი სპეციალისტია, რომელმაც „პარი სენ-ჟერმენს“ მაღალი პრესინგი ათამაშა.“

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენმა“ გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერ თასი, უეფას სუპერ თასი და ფიფას საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თუ ეს მოხდა, ქამარი ვაკანტური უნდა გახადოს“ | პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა
„თუ ეს მოხდა, ქამარი ვაკანტური უნდა გახადოს“ | პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა