ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„თუ ეს მოხდა, ქამარი ვაკანტური უნდა გახადოს“ | პიმბლეტმა თოფურიაზე ისაუბრა

UFC-ის ინგლისელმა მებრძოლებმა, ტომ ასპინალმა და პედი პიმბლეტმა, მსუბუქი წონითი დივიზიონის მომავალზე ისაუბრეს. „ბედის“ მომდევნო მეტოქე ჯასტინ გეიჯი გახლავთ და პიმბლეტს სურს, რომ მოქმედმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ, დივიზიონი არ დააყოვნოს.

ტომ ასპინალი: „რა მოხდება, როდესაც პედი გეიჯის დაამარცხებს? ჩემი აზრით, პიმბლეტისა და თოფურიას ორთაბრძოლა უნდა ჩაინიშნოს. ეს MMA-ში უდიდესი ჩხუბია, რომელიც პედის გამარჯვების შემთხვევაში უნდა ვნახოთ. მგონია, რომ პიმბლეტი გეიჯის მოუგებს და მისი და ილიას დაპირისპირება უნდა ჩაინიშნოს.“

პედი პიმბლეტი: „ინტერვიუებში ადრეც მითქვამს, რომ თოფურია არ მომწონს, მაგრამ მას თანავუგრძნობ. ხალხი ამბობს, რომ ილია მინიმუმ ერთი წელიწადი ვერ იჩხუბებს. არ ვიცი, პირად ცხოვრებაში რა მდგომარეობა აქვს და ვიღაცებმა მითხრეს, რომ შესაძლოა, მისი საქმე ორი წელიწადიც გაიწელოს. თუ ასე მოხდა, მან ქამარი ვაკანტური უნდა გახადოს და დივიზიონი არ დააყოვნოს.

თოფურიასთან ბრძოლა მინდა. მსურს, ყველას დავუმტკიცო, რომ მისი დამარცხება შემიძლია, მაგრამ ამავდროულად არ მინდა, იმდენი ხანი მოვიცადო, რამდენსაც ასპინალი ჯონ ჯონსს ელოდებოდა. ასე რომ, ამ სიტუაციაში ილიამ ქამარი ვაკანტური უნდა გახადოს.“

შეგახსენებთ, რომ პიმბლეტი და გეიჯი დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძოლებენ. მათი ორთაბრძოლა UFC-ის 2026 წლის პირველი ღონისძიების მთავარი მოვლენაა და მას თბილისის დროით 26 იანვარს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შეშლილი სამყაროს ნიშნებია“ - ანიკმა ჩემპიონებზე ისაუბრა
„შეშლილი სამყაროს ნიშნებია“ - ანიკმა ჩემპიონებზე ისაუბრა