ხამზატ ჩიმაევი, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„შეშლილი სამყაროს ნიშნებია“ - ანიკმა ჩემპიონებზე ისაუბრა

2025 წელს გამართული ქვესაშუალო და საშუალო წონითი დივიზიონების საჩემპიონო ჩხუბების დასრულების შემდეგ უკმაყოფილო ბევრი გულშემატკივარი დარჩა. ისინი თვლიდნენ, რომ ისლამ მახაჩევმა და ხამზატ ჩიმაევმა ზედმეტად პრაგმატული სტილი შეარჩიეს მოსაგებად და მოსაწყენი ჭიდაობით მოიპოვეს საჩემპიონო ქამრები. სწორედ ამ თემაზე დაუსვეს შეკითხვა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მყოფ UFC-ის ცნობილ წამყვანს ჯონ ანიკს, რომელმაც აღშფოთება ვერ დამალა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„დრიკუს დუ პლესისთან და ჯეკ დელა მადალენასთან შესრულებული ხამზატ ჩიმაევისა და ისლამ მახაჩევის პერფომანსით მეც და ჩემი კოლეგებიც აღფრთოვანებულები ვიყავით. შემდეგ კი, როდესაც ეთერიდან გამოვედით, გვესმოდა საუბრები და ინტერნეტშიც ვკითხულობდით, რომ მათი ბრძოლები არასანახაობრივი იყო. სწორედ ამ დროს მებადებოდა ერთი შეკითხვა: „ეს რა შეშლილ სამყაროში გვიწევს ცხოვრება?“

ზოგადად მე დღემდე ვთვლი და ვისაც გინდათ ჰკითხეთ, ეს ასეა, რომ შერეული ორთაბრძოლები ამჟამინდელი წესებით სტრაიკერებზე უფრო არის მორგებული, ვიდრე მოჭიდავეებზე. რისი თქმა გსურთ, რომ მადალენამ მთელი პირველი რაუნდი ზურგზე დაწვენილმა რომ გაატარა, ეს მახაჩევის ბრალია და მას იმ პირობებში, როდესაც მეორე ქამარი ჰქონდა მოსაგები, სანახაობაზე ზრუნვა უნდა დაეწყო? ან ავსტრალიელს რაუნდების დაწყების წინ ვინმე აიძულებდა, რომ წაქცეულიყო? სისულელეა ეს ყველაფერი და სჯობს ჩემპიონები ჩემპიონურად დააფასოთ“.

შეგახსენებთ, რომ ხამზატ ჩიმაევი ჯერჯერობით კარიერაში დაუმარცხებელია, ხოლო ისლამ მახაჩევს ერთი მარცხი ნოკაუტით აქვს განცდილი - 2015 წელს ადრიანო მარტინსთან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთი თავით მაღლა დგას“ - როგანმა ისლამი ხაბიბს შეადარა
„ერთი თავით მაღლა დგას“ - როგანმა ისლამი ხაბიბს შეადარა