ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

„როგორ დასრულდება მახაჩევი-თოფურია“ - მადალენამ პროგნოზი გააკეთა

ნოემბერში ისლამ მახაჩევთან განცდილი მარცხის გამო ქვესაშუალო დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაკარგვის შემდეგ, ჯეკ დელა მადალენა საზოგადოების წინაშე პირველად გამოჩნდა და საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა. ბუნებრივია, განსაკუთრებით საყურადღებო იყო მისი შეფასებები დაღესტნელთან ბრძოლაზე და სწორედ ამ თემაზე ლაპარაკისას, მას ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიას შორის შესაძლო დაპირისპირების ჩატარების თაობაზეც ჰკითხეს, რაზეც მედიის წარმომადგენლებს ასეთი პასუხი გასცა:

„ვფიქრობ მათი ჩხუბის შემთხვევაში გამარჯვებას ისლამი მოიპოვებს, რადგან ის ზომებითა და სიმძლავრით ილიას საგრძნობლად აღემატება. წარმოიდგინეთ, თოფურია მსუბუქი წონის სპორტსმენია, მახაჩევი კი ჩემთან შედარებითაც დიდი ჩანდა. ილიას ძლიერი მუშტები აქვს და თუ ფეხზე მყარად დგომასა და დარტყმების გატარებას შეძლებს, კარგი ჩხუბი გამოვა. ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მახაჩევი-თოფურიას ბრძოლა აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს.

დაღესტნელი ძალიან კარგად იბრძვის. მშვენივრად შეუძლია ნებისმიერი მეტოქის წაქცევა და მისი პარტერში კონტროლი. სწორედ ამის გამო, ისლამთან ბრძოლისას რამდენიმე უსიამოვნო ეპიზოდი შემემთხვა და ბევრი სირთულე გამოვიარე. მასთან რემატჩი ჩემი ოცნებაა და ამის საშუალებას მხოლოდ შავკატ რახმონოვის დამარცხების შემთხვევაში მომცემენ, რისთვისაც მზად ვარ“.

ცნობისათვის, ჯეკ დელა მადალენამ UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტული 2025 წლის მაისში, ბელალ მუჰამადის დამარცხებით მოიპოვა, თუმცა ძალიან მალე, რამდენიმე თვეში დაკარგა, როდესაც ისლამ მახაჩევთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქალიშვილს 4 თვეა ვერ ვნახულობ | თოფურია განცხადებას ავრცელებს
ქალიშვილს 4 თვეა ვერ ვნახულობ | თოფურია განცხადებას ავრცელებს