მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

დაისვენებს და ექვს თვეში გამარჯვებულს შეხვდება | ბისპინგმა დვალიშვილზე ისაუბრა

ბრიტანელმა მებრძოლმა და UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მაიკლ ბისპინგმა, 2026 წლისთვის UFC-ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში მოვლენების შესაძლო განვითარებაზე ისაუბრა. დეკემბერში რუსმა პიოტრ იანმა ქართველი მერაბ დვალიშვილი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა.

ბისპინგმა JAXXON პოდკასტში თქვა: „ვფიქრობ, თუ მერაბი მცირე შვებულებას აიღებს და ექვსი თვე დაისვენებს, მაშინ პიოტრი იანი უმარ ნურმაგომედოვს უნდა შეხვდეს. მერაბი დაბრუნდება და გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ახლა დვალიშვილმა დაისვენოს, წავიდეს საქართველოში, გაატაროს დრო ოჯახთან ერთად და ბრძოლებზე საერთოდ არ იფიქროს“.

პიოტრ იანმა MMA-ში 25 ბრძოლა გამართა, 25-დან 20 მოიგო. რაც შეეხება უმარ ნურმაგომედოვს, მის ანგარიშზე 20 ორთაბრძოლიდან 19 მოგებაა.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილი და პიოტრ იანი აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ და მათ შორის სრული თანაფარდობაა - თუ 2023 წლის მარტში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ქართველმა გაიმარჯვა, რამდენიმე კვირის წინ მოგება რუსს მიაკუთვნეს და ამ გამარჯვებით იანმა ქამარი დაიბრუნა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბაუტისტა: იანი ქამარს 2026 წლის ბოლომდე შეინარჩუნებს
ბაუტისტა: იანი ქამარს 2026 წლის ბოლომდე შეინარჩუნებს