მთავარი შემტევი ტრიო ბრუნდება? - რას წერს LeParisien-ი ფინალის წინ
8 იანვარს საფრანგეთის სუპერთასის ფინალი გაიმართება, სადაც პსჟ „მარსელს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა ქუვეითში გაიმართება და ჩვენი დროით 22:00-ზე დაიწყება.
მარჩის წინ, ცნობილი ფრანგული გამოცემა leparisien-ი ლუის ენრიკეს გუნდის სავარაუდო სასტარტო 11-ეულის შესახებ წერს.
„უნდა ითქვას, რომ სიურპრიზებს არავინ ელოდება. იმის გამო, რომ მატვეი საფონოვი კვლავ მარცხენა ხელის ტრავმას მკურნალობს, პარიზელთა კარს ლუკას შევალიე დაიცავს. დაცვაში, მარჯვნიდან მარცხნივ, ვიხილავთ ზაირ-ემერის, მარკინიოსს, პაჩოსა და ნუნუ მენდეშს. ნახევარდაცვაში ნევეშის, ვიტინიასა და ფაბიან რუისის გამოსვლაა მოსალოდნელი, რომლებიც ზურგს გაუმაგრებენ სამკაციან თავდასხმას - დეზირე დუეს, უსმან დემბელესა და ხვიჩა კვარაცხელიას.
მოსალოდნელია, რომ ქართველი ფეხბურთელი მართლაც დაიბრუნებს ადგილს სასტარტო თერთმეტეულში. მას შემდეგ, რაც ვარჯიშზე მიღებული მსუბუქი დაზიანების გამო კვირას პარიზთან მატჩში (2:1) დაასვენეს. კვარა ჯაბერ ალ-აჰმადის საერთაშორისო სტადიონზე გამართულ ბოლო ვარჯიშზე სრულიად უპრობლემოდ გამოიყურებოდა.
როგორც ყოველთვის, ლუის ენრიკეს ვარჯიშის დროს ტაქტიკური სესიები არ ჩაუტარებია და, შესაბამისად, თავისი განზრახვების შესახებ არაფერი გაუმჟღავნებია. ფეხბურთელები ბურთის შენარჩუნების, ჩაწოდებებისა და კარში დარტყმების სავარჯიშოებს ასრულებდნენ.
თუ კვარაცხელია სასტარტოში მოხვდება, მას უპირატესობას ბრედლი ბარკოლასთან მიმართებით მიანიჭებენ, რომელიც ასევე იბრძვის ძირითადში ადგილის მოსაპოვებლად“.
- წერს ფრანგული გამოცემა.
ასევე აღსანიშნავია, რომ პროფესიონალური ფეხბურთის ლიგის (LFP) მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ტრიბუნები სრულად შეივსება და 55 000 ხელმისაწვდომი ადგილიდან 52 000 ბილეთი უკვე გაყიდულია.
პსჟ-ს სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: შევალიე – ზაირ-ემერი, მარკინიოსი (კაპ.), პაჩო, მენდეში – ნევეში, ვიტინია, რუისი – დუე, დემბელე, კვარაცხელია.