ბილბაო, რაფინია დიასი
Aa
Aa

ბარსამ ბილბაო გაანადგურა და სუპერ თასის ფინალში რეალს ელოდება

საუდის არაბეთში ესპანეთის სუპერ თასი მიმდინარეობს, სადაც დღეს პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა - „ბარსელონამ“ „ბილბაო“ 5:0 გაანადგურა და ფინალში გავიდა.

„ბარსამ“ ბასკებს საქმე პირველივე ტაიმში დაუსრულა და 4:0 მოუგო. მეორე ნახევარში მხოლოდ ერთ ბურთს დასჯერდნენ. გოლების ავტორები ფერან ტორესი, ფერმინ ლოპესი, რაფინია (2) და რუნი ბარდჯი გახდნენ.

ჰანსი ფლიკმა შემადგენლობის გადახალისება და რამდენიმე ლიდერის დასვენებაც მოახერხა.

მეორე ფინალისტის ვინაობა უკვე დღეს ღამით (23:00) გაირკვევა - მადრიდულ დერბიში „ატლეტიკო“ „რეალს“ დაუპირისპირდება.

ჩაბი ალონსოს გუნდი კილიან მბაპეს გარეშე ითამაშებს. ფრანგმა ტრავმის გამო შესაძლოა ფინალიც გამოტოვოს, თუ „სამეფო კლუბი“ გასვლას მოახერხებს.

ტურნირის გაზრდილი საპრიზო ფონდი

2025 წელს გუნდებს შორის 19 648 486 ევრო განაწილდა. ტურნირში მონაწილეობისთვის „ბარსელონამ“ და „რეალმა“ 6-6 მილიონი ევრო მიიღეს, „ბილბაომ“ – 2 მილიონი, ხოლო „მალიორკამ“ – 850 ათასი. გარდა ამისა, ნახევარფინალისტებს დამატებით 1-1 მილიონი ევრო გადაუხადეს, ხოლო გამარჯვებულმა – „ბლაუგრანამ“ – კიდევ 2 მილიონი მიიღო.

მიმდინარე წელს საპრიზო ფონდის საერთო თანხა დაახლოებით 23 მილიონ ევროს შეადგენს. თითოეული კლუბი თავის წილს მოპოვებული ტიტულების, ისტორიისა და სატელევიზიო აუდიტორიის მიხედვით იღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები