ორი კალათბურთელი ხუთის წინააღმდეგ | უცნაური მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე
საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ძალიან უცნაური მატჩი გაიმართა. „ჰაპოელ ჰოლონი“ საკუთარ არენაზე „ტრაპანის“ დაუპირისპირდა და 38:5-ს იგებდა, როდესაც შეხვედრა პირველ მეოთხედში დასრულდა.
„ტრაპანის“ სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ისრაელში მხოლოდ ხუთი კალათბურთელით ჩავიდა. იტალიელები პარკეტზე რომ არ გასულიყვნენ, 600 000 ევროს ოდენობის ჯარიმა უნდა გადაეხადათ და ხუთკაციანი შემადგენლობით ითამაშეს: ალესანდრო კაპელეტი, ფრანჩესკო მარტინელი, რიკარდო როსატო, ფაბრიციო პულიატი, ლუიჯი პატი.
პატი და მარტინელი 2007 და 2008 წლებში დაბადებული კალათბურთელები არიან და პროფესიონალურ დონეზე, სადებიუტო შეხვედრას ატარებდნენ. თამაშის დაწყებიდან ხუთი წუთის გასვლის შემდეგ, მათმა თანაგუნდელებმა პარკეტი უბრალოდ დატოვეს და პატი და მარტინელი, ორი კაცი, ხუთკაციან „ჰოლონს“ უტევდნენ.
Only two players for Trapani now pic.twitter.com/pCTgPnxMFJ
— Alessandro Luigi Maggi (@AlessandroMagg4) January 6, 2026
„ტრაპანი“ უფრო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მალევე პატიმ მეხუთე პერსონალური ფოლი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია. ჩემპიონთა ლიგის რეგულაციებით, თუ გუნდს პარკეტზე ორზე ნაკლები ფეხბურთელი რჩება, ის წაგებულად ცხადდება. წაგებულად გამოცხადებული გუნდი სერიასაც აგებს, რაც ნიშნავს, რომ „ჰაპოელ ჰოლონი“ პლეიოფის მომდევნო ეტაპზე ასე მარტივად გავიდა.