ტორონტო რეპტორსი, სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

ბოლო წამებზე მამუკელაშვილის ასისტით - ტორონტომ შარლოტს მოუგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ „შარლოტ ჰორნეთსს“ ესტუმრა და ბოლო წამებზე, ქართველი კალათბურთელის შედეგიანი გადაცემისა და იმანუელ ქუიქლის ჩაგდებული ორქულიანით გაიმარჯვა - 97:96.

სანდრომ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო, პარკეტზე 24:45 წუთი გაატარა და 10 ქულას, 3 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემასა და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი. მამუკელაშვილმა 4-დან 2 სამქულიანი, და ასევე 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

კანადელების რიგებში საუკეთესო არ ჯეი ბარეტი იყო - 28 ქულა, 7 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, ქუიქლის 21 ქულა ჰქონდა, სკოტი ბარნსს კი 17. რაც შეეხება „შარლოტს“, ყველაზე მეტი ქულა მასპინძელთა რიგებში კოლინ სექსტონმა დააგროვა (22 ქულა), ლამელო ბოლს 15 ქულა ჰქონდა, მიკალ ბრიჯესს კი 12.

23 მოგებითა და 15 წაგებით „ტორონტო რეპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 10 იანვარს მამუკელაშვილის გუნდი „ბოსტონ სელტიქსს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგად თამაშობს“ | ტორონტოს მწვრთნელმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
„კარგად თამაშობს“ | ტორონტოს მწვრთნელმა მამუკელაშვილზე ისაუბრა