გოგა ბითაძე
Aa
Aa

8 მოხსნა თავდასხმაში - ბითაძის ნაყოფიერი მატჩი

NBA-ში მორიგი გამარჯვების მოსაპოვებლად „ორლანდოს“ დრამატული შეხვედრის ჩატარება დასჭირდა - სტუმრად „ბრუკლინთან“ შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, ოვერტაიმში კი „მეჯიქმა“ პაოლო ბანკეროს წყალობით 104:103 დაამარცხა „ნეტსი“ და დასამახსოვრებელი მოგება გაინაღდა. საწყის სამ მეოთხედში სათამაშო დრო მიეცა გოგა ბითაძეს, რომელსაც საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გამოუვიდა.

„ორლანდოს“ ქართველმა ცენტრმა 14 წუთში 6 ქულა, 10 მოხსნა, 1 ასისტი და 3 ჩაჭრა დააგროვა. ბითაძემ ხუთიდან სამი ორქულიანი ჩააგდო, ორი საჯარიმო არაზუსტად ისროლა, ხოლო ათიდან რვა შემთხვევაში მოხსნა თავდასხმაში ასპარეზობისას შეასრულა, რაც მართლაც არაჩვეულებრივი შედეგია. ამ კომპონენტში გოგა ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის მხოლოდ პაოლო ბანკეროს (14) და ნოა პენდას (11) ჩამორჩა.

ცნობისათვის, 21 მოგებითა და 17 წაგებით „მეჯიქი“ NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას „ორლანდო“ საკუთარ დარბაზში „ფილადელფია სიქსერსთან“ გამართავს, რომელიც 10 იანვარს, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ევროლიგაში გამორჩეული კალათბურთელია“ - ბარსელონას მწვრთნელი შენგელიაზე
„ევროლიგაში გამორჩეული კალათბურთელია“ - ბარსელონას მწვრთნელი შენგელიაზე