გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის სუსტი მატჩი - ტენერიფემ წლის პირველი მატჩი წააგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფე ბადალონას ესტუმრა და 67:78 დამარცხდა.

თავდაპირველად გიორგი შერმადინი სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინა. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 18 წუთი და 59 წამი გაატარა და შეიძლება ითქვას, რომ სუსტი მატჩი ჰქონდა.

შერმადინმა მხოლოდ 6 ქულას და 5 მოხსნას მოუყარა თავი. მისი გუნდიდან საუკეთესო 12 ქულით და 4 მოხსნით აბრომაიტისი იყო.

მატჩის მიმდინარეობისას შერმადინმა 6-ჯერ სცადა 2-ქულიანის ჩაგდება და 3 ჩააგდო. 5 მოხსნიდან 4 საკუთარ ფარზე შეასრულა, ხოლო ერთი მეტოქის. ჯამში ქართველმა 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, ლაგუნა ტენერიფეს 18 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზე დაქვეითდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები