თორნიკე შენგელია
Aa
Aa

9 ქულა სარაგოსასთან - შენგელია დაბრუნდა

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ბარსელონამ ბასკეტ სარაგოსას უმასპინძლა და 100:80 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი თორნიკე შენგელიამაც შეიტანა, რომელმაც ტრავმა სულ ცოტა ხნის წინ მოიშუშა.

იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდი ხანია არ უთამაშია, სარაგოსასთან მცირე სათამაშო დრო მიეცა და მწვრთნელმა დიდად არ დატვირთა.

შენგელიამ პარკეტზე 13 წუთი და 39 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 9 ქულას, 2 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

ამ გამარჯვების შემდეგ, ბარსელონა სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-4 ადგილზე აღზევდა და ლიდერ რეალს 6 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიას ფეხის ტრავმის გამო 3 კვირა გაუცდა. ამ პერიოდში მან ბარსელონას 7 მატჩში ვერ მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სათამაშო ინტელექტი არ გააჩნია“ - არენასმა უესტბრუკი დაახასიათა
„სათამაშო ინტელექტი არ გააჩნია“ - არენასმა უესტბრუკი დაახასიათა