ბითაძის 5 ქულა - ორლანდო ჩიკაგოსთან დამარცხდა
NBA-ს მორიგ შეხვედრაში „ორლანდო“ სტუმრად „ჩიკაგოს“ დაუპირისპირდა და 7-ქულიანი სხვაობით, 114:121 დამარცხდა. „მეჯიქის“ ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ შეხვედრა ამჯერადაც თადარიგიდან დაიწყო, საერთო ჯამში შედარებით ნაკლები სათამაშო დრო, 16 წუთი მიეცა და ბუნებრივია, აქედან გამომდინარე ჩვეული შედეგიანობით გამორჩეული ვერ იყო.
გოგამ საშუალო დისტანციიდან ორიდან ორივე ტყორცნა გამოიყენა, საჯარიმოს ხაზიდან კი ორიდან ერთი ჩააგდო, რის შემდეგაც საერთო ჯამში 5 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი, 2 დაფარება და 2 ჩაჭრა დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა ოთხიდან სამი მოხსნა დაცვაში შეასრულა, ბურთი არცერთხელ არ დაუკარგავს და სამი პერსონალური ჯარიმა მიიღო.
ცნობისათვის, 19 მოგებითა და 16 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბითაძე და მისი თანაგუნდელები გოგას ყოფილ გუნდთან „ინდიანა პეისერსთან“ გამართავენ, რომელიც ხვალ, თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე დაიწყება.