„ის, რაც ახლა დენვერს სჭირდება“ - Fadeaway World ბითაძეზე წერს
ერთდროულად ორი ცენტრის, ნიკოლა იოკიჩისა და იონას ვალანჩუნასის გამოაკლდა, გამოცემა Fadeaway World-ი „დენვერ ნაგეთსს“ ცენტრის პოზიციიის გაძლიერების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს და ერთ-ერთ კანდიდატად „ორლანდო მეჯიქის“ ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს ასახელებს.
რას წერს გამოცემა:
„თუ „ნაგეთსს“ ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება სჭირდებათ, ეს გოგა ბითაძეა. ეს არის „მაღალი“, რომელსაც შეუძლია პარკეტზე დიდი დროის გატარება, ფარის დაცვა და კომბინაციების დასრულება. ბითაძე საშუალოდ 6.0 ქულას, 5.1 მოხსნას, 1.4 შედეგიან გადაცემას და 1.3 დაფარებას აგროვებს, თამაშიდან კი 70.5%-იანი სიზუსტით ისვრის. ეს ზუსტად ის პროფილია, რაც ახლა „დენვერს“ სჭირდება.
გასათვალისწინებელია „მეჯიქის“ ამჟამინდელი მდგომარეობაც: 19 მოგებითა და 16 წაგებით გუნდი ცდილობს, პლეოფისთვის ბრძოლაში დარჩეს, მაგრამ მათი შეტევა შესაძლოა ძალიან მალე ძვირადღირებული გახდეს და სწორედ ბითაძეა ისეთი კალათბურთელი, რომელსაც ასეთ შემთხვევებში გუნდიდან უშვებენ. გოგას ხელფასი 8.3 მილიონი დოლარია და მის ნაცვლად „ორლანდო“ ზიკ ნაჯის ($8.2 მილიონი) და 2031 წლის პირველი რაუნდის არჩევანს მიიღებს“.
ბითაძის გარდა გამოცემა „დენვერს“ დეირონ შარპის („ბრუკლინი“), დინ უეიდის („კლივლენდი“) და კლინტ კაპელას („ჰიუსტონი“) კანდიდატურებს სთავაზობს.
ცნობისთვის, „დენვერის“ ტრავმირებული ცენტრები, იოკიჩი და ვალანჩუნასი პარკეტზე საუკეთესო შემთხვევაში თებერვალში დაბრუნდებიან.