ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„მილანში ან ტურინში კვარაცხელიას იანვარში არ გაყიდდნენ“ | Sky Sport Italia-ს ჟურნალისტი

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტმა, ფრანჩესკო მოდუნომ, „ნაპოლიზე“ და კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. მოდუნო ხვიჩა კვარაცხელიას გაყიდვასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მილანური ან ტურინული კლუბები „კვარას“ დონის ფეხბურთელს იანვარში არ გაუშვებდნენ.

„ნაპოლი პარადოქსულ სიტუაციაში იმყოფება. პარტენოპეი ძალიან სოლიდური კლუბია, თუმცა სატელევიზიო უფლებებიდან მიღებულ შემოსავალზე, ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებასა და ტრანსფერებიდან მიღებულ თანხებზეა დამოკიდებული.

ნაპოლი არის კლუბი, რომელსაც ყოველ ორ წელიწადში რამდენიმე წამყვანი მოთამაშის გაშვება უწევს. მილანში ან ტურინში (ინტერს, იუვენტუსსა და მილანს გულისხმობს) იანვარში კვარაცხელიას არ გაყიდდნენ. პარტენოპეის სატრანსფერო აქტივობას რაც შეეხება, მათ არც მოუგიათ და არც დამარცხებულან — ფული კი იშოვეს, თუმცა კვარაცხელია, ოსიმენი, სიმეონე, რასპადორი და კაპრილე გაუშვეს.“

ცნობისთვის, „ნაპოლიმ“ კვარაცხელია გასულ იანვარში გაყიდა და „პარი სენ-ჟერმენისგან“ დაახლოებით 70 მილიონი ევრო მიიღო. ქართველმა ფეხბურთელმა ახალ გუნდთან ერთად დიდ წარმატებას მიაღწია და პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარაცხელიას გაყიდვა ერთადერთი ჩავარდნა იყო“ - სტრამაჩონიმ კონტე შეაქო
„კვარაცხელიას გაყიდვა ერთადერთი ჩავარდნა იყო“ - სტრამაჩონიმ კონტე შეაქო