ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე, ანდრეა სტრამაჩონი
Aa
Aa

„კვარაცხელიას გაყიდვა ერთადერთი ჩავარდნა იყო“ - სტრამაჩონიმ კონტე შეაქო

ცნობილმა იტალიელმა მწვრთნელმა და „ინტერისა“ და „უდინეზეს“ ყოფილმა დამრიგებელმა, ანდრეა სტრამაჩონიმ იტალიურ ტელეარხ Dazn-თან „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და ანტონიო კონტე გაწეული სამუშაოსთვის შეაქო.

49 წლის სპეციალისტმა გასულ სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქართველის გაშვება გუნდისთვის ერთადერთი ჩავარდნა იყო, თუმცა კონტემ კრიზისს თავი იდეალურად დააღწია.

რას ამბობს სტრამაჩონი:

„კონტემ „ნაპოლი“ დიდებულად გარდაქმნა და ახლა გუნდმა, შესაძლოა, ხშირად ორსაყრდენიანი სისტემით ითამაშოს. გასულ წელს ბილინგის ტრანსფერი ჭკვიანური სვლა იყო, მან „ინტერთან“ მატჩში გადამწყვეტი როლიც ითამაშა. მაინუს ოპერაცია კი განსხვავებულია, რადგან ის ახალგაზრდაა; მე რომ მის ადგილზე ვიყო, „იუნაიტედიდან“ სათამაშო პრაქტიკისთვის წავიდოდი, თუმცა მგონია, რომ „ნაპოლიში“ ის ბევრს ვერ ითამაშებს — კონტეს უკვე ჩამოყალიბებული, მზა ფეხბურთელები სჭირდება.

შარშან კვარაცხელიას გაყიდვით გამოწვეული „მიწისძვრის“ მოლოდინში ვიყავით, რაც გუნდისთვის გასულ სეზონში ერთადერთი ჩავარდნა იყო. კონტეს ტაქტიკურად გუნდის გადაწყობა მოუწია და მან ნამდვილი სასწაული მოახდინა. პოლიტანო „ვინგბექის“ (მეხუთე მცველის) პოზიციაზე შთამბეჭდავია, „ლაციოსთან“ მან ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

კონტემ გვითხრა, რომ იწყება ტაქტიკური ვარიაციების ეტაპი: პირველი ვარიანტი პოლიტანოა ფლანგზე, ხოლო მეორე — ელმასი თავდამსხმელის უკან, ნახევრად მარცხენა პოზიციაზე. საქმე მხოლოდ ელმასს არ ეხება, არამედ ამ სისტემის შენარჩუნებას ანგისას დაბრუნების შემდეგაც. ჩემი აზრით, მაკტომინეის ადგილი სწორედ აქ არის: მაკტომინეი და ნერეში ლუკაკუსა და ჰოილუნის უკან — ეს დამანგრეველი ძალა იქნება, როცა ცენტრში ლობოტკა და ანგისა იდგებიან. ელმასი „ჯოკერია“, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ სწორედ ამ სისტემით მოიგო კონტემ პრემიერ ლიგა „ჩელსისთან“ ერთად“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, „ნაპოლი“ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით იტალიის სერია A-ს გამარჯვებული გახდა, მიმდინარე სეზონში კი 18 ტურის შემდეგ 37 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ინტერს“ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ზურიკო მოურინიოსთან? - დავითაშვილი პორტუგალიელების და ინგლისელების სამიზნეა
ზურიკო მოურინიოსთან? - დავითაშვილი პორტუგალიელების და ინგლისელების სამიზნეა