ზურიკო მოურინიოსთან? - დავითაშვილი პორტუგალიელების და ინგლისელების სამიზნეა
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „სენტ-ეტიენის“ შემტევის, ზურიკო დავითაშვილის შესაძენად იანვარში ორი კლუბი იბრძოლებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, ინგლისური „ევერტონი“ და პორტუგალიის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი, „ბენფიკა“ ოფიციალურ შეთავაზებას ამზადებენ და „სენტ-ეტიენს“ წინადადებით მალე მიმართავენ.
ასევე, ზურიკო დავითაშვილის დამატებას თურქული „ბეშიქთაშიც“ ეცდება. გასული ზაფხულის ფანჯარაზე თურქებმა „სენტ-ეტიენს“ ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართეს, თუმცა ფრანგულმა გუნდმა ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერზე უარი თქვა და შეთავაზება დაბლოკა.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში ზურიკო დავითაშვილი „სენტ-ეტიენის“ საუკეთესო მეგოლეა. 24 წლის შემტევმა ლიგა 2-ში და საფრანგეთის თასზე 17 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.