ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კონტე
Aa
Aa

„შარშან ვთქვი, რომ ზიანი არ მოვიტანოთ-მეთქი და კვარაცხელია გაუშვეს...“ - კონტე სატრანსფერო ფანჯარაზე

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ, „ლაციოსთან“ მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების (2:0) შემდეგ, ჟურნალისტებთან სატრანსფერო ბაზარზე ისაუბრა.

კონტემ გასული წელი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიას წასვლაზე ირონიული კომენტარი გააკეთა.

რა თქვა კონტემ:

„იანვრის ბაზარი? ამ თემებს აღარ ვეხები. გასულ წელს ვთქვი - „მოდით, ზიანი არ მოვიტანოთ-მეთქი“ და კვარაცხელია გაუშვეს, ასე რომ, მგონი უიღბლობა მომაქვს. ვისი საქმეც არის, მან მიხედოს ტრანსფერებს, ჩემი აზრი იციან. სიტუაცია ყველასთვის ნათელია - მე მწვრთნელი ვარ და მაქსიმუმი უნდა გამოვწურო იმ რესურსიდან, რაც მაქვს.“

სერია A-ს მიმდინარე სეზონში ნაპოლის 18 ტურის შემდეგ 12 მოგება, 1 ფრე და 4 წაგება აქვს და სატურნირო ცხრილში 37 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება, თუმცა ანტონიო კონტეს გუნდს კონკურენტებთან შედარებით ერთით ნაკლები მატჩი აქვს გამართული. „პარტენოპეი“ პირველ ადგილოსან „ინტერს“ 2 ქულით, მეორეადგილოსან „მილანს“ კი 1 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
არასტაბილურობა ნორმალურია | მარსელინომ მიქაუტაძის მდგომარეობა ახსნა
არასტაბილურობა ნორმალურია | მარსელინომ მიქაუტაძის მდგომარეობა ახსნა