გიორგი მიქაუტაძე, მარსელინო გარსია ტორალი
Aa
Aa

არასტაბილურობა ნორმალურია | მარსელინომ მიქაუტაძის მდგომარეობა ახსნა

ლა ლიგის მე-18 ტურში „ელჩე’’ შინ „ვილიარეალთან’’ 1:3 დამარცხდა. სტუმართა ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ მოკლე მონაკვეთში საგოლე პასი და გოლი ჩაიწერა აქტივში. მე-7 წუთზე მისი გადაცემით მოლეირომ ანგარიში გახსნა, მე-13 წუთზე მიქაუტაძემ თავად გაიტანა.

მატჩის შემდეგ, ბუნებრივია, „ვილიარეალის'' მთავარ მწვრთნელ მარსელინოს ჰკითხეს მიქაუტაძის არასტაბილურობის შესახებ. მარსელინო თავდამსხმელის თამაშის დონის ცვალებადობას ნორმალურად მიიჩნევს.

მარსელინო მიქაუტაძეზე: „ეს ფეხბურთია, ზოგიერთ მატჩში კარგად ითამაშებს, ზოგჯერ კი ნაკლებად კარგად. თავდამსხმელი ძალიან არის დამოკიდებული გუნდის მუშაობაზე, მას კი გამადიდებელი შუშით აკვირდებიან დამაგვირგვინებელი ფაზის გამო. ფრთხილად უნდა ვიყოთ, ის 24 წლის ახალგაზრდა ბიჭია, რომელსაც უცხოეთში თამაშის გამოცდილება აქვს, რაც ადაპტაციის პროცესებს მოითხოვს. იქნება კარგი და ცუდი მატჩები, სხვადასხვა დინამიკა. გოლს თავდაჯერებულობა მოაქვს.

„ბარსელონას“ წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა, ამ კვირაშიც კარგად ივარჯიშა და ვთვლიდი, რომ „ელჩესთან'' უნდა ეთამაშა. „ელჩეს“ დაცვის სტილი მას ხელს აძლევდა. ჰქონდა მომენტები, საგოლე ალღო, მონაწილეობა მიიღო თამაშში, გაიტანა გოლი, საგოლე პასიც მიითვალა. ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ახალგაზრდაა და სხვა ეროვნების მოთამაშეებთან მიმართებაში ყოველთვის სიფრთხილეს ვიჩენ“.

ამ მომენტისთვის „ვილიარეალი'' 17 მატჩში მოპოვებული 38 ქულით მესამე ადგილზეა, მადრიდის „რეალმა'' 18 მატჩში 42 ქულა დააგროვა, მესამე პოზიციაზეა. სატურნირო ცხრილს „ბარსელონა'' ლიდერობს, კატალონიელთა აქტივში 19 მატჩში 49 ქულაა.

მიქაუტაძემ ლა ლიგის 12 მატჩში 7 საგოლე მოქმედება მიითვალა, 4 გოლი და 3 საგოლე პასი, ჩემპიონთა ლიგაზე ხუთ შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო, ესპანეთის თასის სამ მატჩში - 1 გოლი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგ ფორმაშია“, - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე
„კარგ ფორმაშია“, - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე