„გუნდისთვის მაქსიმუმს გავიღებ“ - კუტალია ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებს
Aa
Aa

„გუნდისთვის მაქსიმუმს გავიღებ“ - კუტალია ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებს

 

36 წლის შემტევი, ლევან კუტალია კარიერას ისრაელის ჩემპიონატის მეორე ლიგის გუნდ „აპოელ აკოში“ გააგრძელებს. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი „აპოელმა“ სოციალურ ქსელში დაადასტურა.

ვრცელდება კლუბის ხელმძღვანელების - პრეზიდენტ ცახი ნაკაშისა და გენერალური დირექტორის, შმულიკ ამირას კომენტარებიც, რომლებიც ლევან კუტალიას ტრანსფერის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

ცახი ნაკაში:

„მოხარულები ვართ ისეთი გამოცდილი და ხარისხიანი მოთამაშის დამატებით, როგორიც ლევან კუტალიაა. მისი გამოცდილება ისრაელსა და მის ფარგლებს გარეთ, გამარჯვებულის ხასიათთან ერთად, სწორედ ის არის, რაც გუნდს სჭირდება.“

შმულიკ ამირა:

„ბევრი ვიმუშავეთ, რათა შესაფერისი მოთამაშე საჭირო დროს მოგვეყვანა. ლევანი მოტივირებული და მონდომებული მოდის. დარწმუნებულები ვართ, რომ ის სწრაფად გაშინაურდება და გუნდს დიდ სარგებელს მოუტანს.“

ლევან კუტალია:

„მოხარული და აღელვებული ვარ „ჰაპოელ აკოში“ გადმოსვლით. ბევრი კარგი რამ მსმენია კლუბსა და გულშემატკივრებზე. მოვდივარ ერთი მიზნით — გავიღო მაქსიმუმი და დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში.“

ლევან კუტალია ბოლოს „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგის“ კლუბ „სამტრედიაში“ თამაშობდა, სადაც ყველა ტურნირზე ჯამში 15 გოლი გაიტანა.

„აპოელ აკო“ ამჟამად ისრაელის ჩემპიონატის მეორე ლიგაში ასპარეზობს და 17 ტურის შემდეგ 4 მოგება, 9 ფრე და 4 მარცხი აქვს. „აპოელი“ 16-გუნდიან სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „მაკაბი პეტა ტიკვას“ 17 ქულით ჩამორჩება.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
7 იანვრის სატრანსფერო ზონა
7 იანვრის სატრანსფერო ზონა