ლუნინი შესაძლოა პრემიერ ლიგაში გადავიდეს
„რეალის“ მეკარემ, ანდრეი ლუნინმა, შესაძლოა კარიერა ინგლისში გააგრძელოს.
ტიბო კურტუას სრული გამოჯანმრთელების ფონზე, უკრაინელი გოლკიპერისთვის რთულია „რეალში“ სტაბილური სათამაშო პრაქტიკის იმედი ჰქონდეს, ამიტომ კლუბის შეცვლის ვარიანტი სულ უფრო რეალური ხდება.
როგორც უკრაინული მედია წერს, წყაროს ინფორმაციით, ლუნინის მიმართ ინტერესი პრემიერ ლიგის სამმა კლუბმა უკვე გამოიჩინა - „ტოტენჰემმა“, „ბრაიტონმა“ და „ნიუკასლმა“, რომელსაც მსოფლიო ფეხბურთში ყველაზე მდიდარი მფლობელები ჰყავს.
მეკარის კონტრაქტი მადრიდელებთან 2030 წლის ზაფხულამდეა ძალაში, ამიტომ ტრანსფერის შემთხვევაში „რეალი“ სოლიდური კომპენსაციის მიღებას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ კლუბში კარგად ესმით ფეხბურთელის სურვილი - მიიღოს მეტი სათამაშო დრო.
შეგახსენებთ, რომ ანდრეი „რეალში“ 2018 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში მან მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა. გეტყვით ასევე, რო Transfermarkt-ზე ლუნინის საბაზრო ღირებულება 18 მილიონი ევროა.