კვარაცხელიას სტატისტიკა და შეფასება | ვინ იყო საუკეთესო პსჟ-ში
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის სუპერ თასის გამარჯვებული გახდა. ლუის ენრიკეს ბიჭები ქუვეითში „მარსელს“ დაუპირისპირდნენ. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა და პარიზელებმა თერთმეტმეტრიანები სერიაში 4:1 იმარჯვეს.
კვარაცხელიამ მოედანზე 71 გაატარა და საგოლე მოქმედება არ გაუფორმებია. ხვიჩამ მეტოქის კარისკენ ორჯერ დაარტყა და 3-დან 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა. ქართველი ფეხბურთელი ბურთს 38-ჯერ შეეხო, 1 საკვანძო გადაცემა გააკეთა, 24-დან 22 პასი ზუსტად შეასრულა, ორი ბურთი ჩაჭრა, სამი ბურთი დაიბრუნა და 6-დან 6 ორთაბრძოლა მოიგო.
კვარაცხელიას წინააღმდეგ წესები 2-ჯერ დაარღვიეს და „კვარამ“ ბურთი მხოლოდ 5-ჯერ დაკარგა. Sofascore-მა მას 7.3 ქულა დაუწერა. რაც შეეხება „პარი სენ-ჟერმენის“ სხვა ფეხბურთელებს: ლუკა შევალიე (8.6, საუკეთესო შედეგი), ნუნუ მენდეში (7.5), ვილიამ პაჩო (6.7), მარკინიოსი (6.7), უორენ ზაირ-ემერი (6.3), ფაბიან რუისი (6.8), ვიტინია (7.6), ჟოაუ ნევეში (7.0), უსმან დემბელე (8.5), დეზირე დუე (7.6), ბრედლი ბარკოლა (6.9), სენი მაიული (6.6), გონსალუ რამუში (8.0).
ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენი“ მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს გამართავს. თბილისის დროით, 00:10-ზე, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის თასის ეგიდით, „პარიზს“ დაუპირისპირდება.
ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები