„ამის გაკეთება ძალიან, ძალიან, ძალიან ძნელია“ | ობრანიაკმა კვარა და დუე გამოარჩია
ლუდოვიკ ობრანიაკმა „პარი სენ-ჟერმენზე“ ისაუბრა და დეზირე დუე და ხვიჩა კვარაცხელია გამოარჩია. პოლონეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ინტერვიუ L’Equipe-ს მისცა და განაცხადა, რომ „კვარა“ და დუე განსაკუთრებული მოთამაშეები არიან.
„დეზირე დუე არის ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი თვითრწმენა აქვს. ლივერპულთან პენალტის შესასრულებლად რკინის ნერვები იყო საჭირო და ბევრი ფეხბურთელი უკან დაიხევდა. იცით, ხვიჩა კვარაცხელია, მისი სათამაშო სტილის გამო, როგორ მიყვარს და ვფიქრობ, დუეც იმავე თვისებებით გამოირჩევა.
როდესაც დეზირე ბურთითაა, კვარას მსგავსად, მასაც შეუძლია მეტოქის დაცვის ხაზი გაჭრას, სოლორეიდი მოაწყოს და აფეთქდეს. დუე გუნდის კატალიზატორია. პარი სენ-ჟერმენში ორი კატალიზატორი გვყავს: კვარაცხელია და დუე. ისინი იშვიათი ძვირფასი ქვები არიან, რაიან შერკის მსგავსად.
ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბურთთან ერთად არ ყოყმანობენ, მარტივ ვარიანტებს არ ირჩევენ, პირდაპირ მეტოქეზე მიდიან და დაცვის ხაზებს ჭრიან. ამის გაკეთება ძალიან, ძალიან, ძალიან რთულია.“
ისინი არიან ფეხბურთელები, რომლებიც ბურთთან ერთად არ ყოყმანობენ, მარტივ ვარიანტებს არ ირჩევენ და პირდაპირ მეტოქეზე მიდიან. ამის გაკეთება ძალიან, ძალიან რთულია.“