ხვიჩა კვარაცხელია, ლუკა შევალიე
Aa
Aa

შევალიეს გმირობა პენალტების სერიაში | პარი სენ-ჟერმენმა საფრანგეთის სუპერ თასი მოიგო

საფრანგეთის სუპერ თასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „მარსელს“ დაუპირისპირდა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 2:2 დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, რომელიც პსჟ-მა 4:1 მოიგო.

შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა. უსმან დემბელემ შესანიშნავად იმოქმედა, ხერონიმო რულის ბურთი თავზე გადაუგდო და საკუთარი გუნდი დააწინაურა. „მარსელს“ პირველ ტაიმში წონასწორობის აღდგენა შეეძლო, თუმცა ლუკა შევალიე ბრწყინვალე იყო და „პარი სენ-ჟერმენი“ რამდენჯერმე გადაარჩინა.

„მარსელს“ მომენტები მეორე ნახევრის სტარტზეც ჰქონდა, მაგრამ შევალიეს ვერაფერი მოუხერხა და ფრანგმა მეკარემ ურთულესი ბურთები მოიგერია. შევალიემ პირველი შეცდომა 74-ე წუთზე დაუშვა. 24 წლის გოლკიპერმა მეისონ გრინვუდი წააქცია და პენალტი დაინიშნა, რომელიც ინგლისელმა თავად გამოიყენა - 1:1.

87-ე წუთზე ვილიამ პაჩომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და პსჟ მდევრის როლში აღმოჩნდა. ლუის ენრიკეს გუნდი გონსალუ რამუშმა გადაარჩინა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე გაიტანა და სუპერ თასის გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა. შევალიე პსჟ-ს გმირად მოევლინა, პირველი და მეორე პენალტი მოიგერია და გუნდი გამარჯვებული გახადა.

რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველმა ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მეორე წუთზე ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა, თუმცა ქუსლით თამაში გადაწყვიტა, რაც არ გამოუვიდა. მეოცე წუთზე „კვარამ“ მარცხენა ფლანგზე ბრწყინვალედ იმოქმედა და ნუნუ მენდეშს კარგი მომენტი შეუქმნა. პორტუგალიელმა მცველმა მეტოქის კარისკენ დაარტყა, მაგრამ რულიმ აუღო.

30-ე წუთზე კვარაცხელია დაცვაში იყო მოწოდების სიმაღლეზე, 8 წუთში კი „მარსელის“ კარისკენ დაარტყა, მაგრამ მცველებმა დაუბლოკეს. 53-ე წუთზე ხვიჩა ფლანგზე კარგად გაიხსნა და საჯარიმოში დაბალი პასი გაუშვა, რომელიც რულის ნადავლი გახდა. „კვარამ“ მოედანზე 71 წუთი გაატარა და მის ნაცვლად ბრედლი ბარკოლა გამოვიდა.

ხვიჩა კვარაცხელიას მომენტები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე მაღალშემოსავლიანი მებრძოლები 2025 წელს | რომელზე არიან ილია და მერაბი
ყველაზე მაღალშემოსავლიანი მებრძოლები 2025 წელს | რომელზე არიან ილია და მერაბი