ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი
Aa
Aa

ყველაზე მაღალშემოსავლიანი მებრძოლები 2025 წელს | რომელზე არიან ილია და მერაბი

Givemesport-მა დაასახელა UFC-ის მებრძოლები, რომლებმაც 2025 წელს ყველაზე დიდი თანხა გამოიმუშავეს. ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ ყველაზე მაღალშემოსავლიანი მებრძოლების ტოპ 20 შემოგვთავაზა და მათ შორის ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი მოხვდნენ.

Givemesport-ის მიხედვით, „ელ მატადორმა“ 2025 წელს UFC-ისგან 3 540 000 აშშ დოლარი მიიღო. ამ მაჩვენებლით თოფურია მეექვსე ადგილზე იმყოფება და მხოლოდ ტომ ასპინალს, ისლამ მახაჩევს, ალექს პერეირას, მერაბ დვალიშვილსა და დრიკუს დუ პლესის ჩამორჩება.

ბრიტანული გამოცემის რეიტინგში პირველ ადგილზე სწორედ დუ პლესი იმყოფება. Givemesport-ის მონაცემებით, დრიკუსმა 2025 წელს 7 142 000 აშშ დოლარი გამოიმუშავა. დუ პლესი ერთადერთი მებრძოლია, რომელიც დვალიშვილზე უფრო მაღალშემოსავლიანია. Givemesport-ს თუ დავუჯერებთ, „მანქანამ“ შარშან UFC-ისგან 6 824 000 აშშ დოლარი მიიღო.

ტოპ 10 ასე გამოიყურება: 1) დრიკუს დუ პლესი (7 142 000), 2) მერაბ დვალიშვილი (6 824 000), 3) ალექს პერეირა (6 524 000), 4) ისლამ მახაჩევი (3 582 000), 5) ტომ ასპინალი (3 542 000), 6) ილია თოფურია (3 540 000), 7) ჟან ვეილი (3 374 000), 8) ხამზატ ჩიმაევი (2 680 000), 9) ჯეკ დელა მადალენა (2 574 000), 10) ალეშანდრე პანტოჟა (2 472 000).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც იქნა, ვიპოვე სპარინგ-პარტნიორი თოფურიასთვის მოსამზადებლად“ - ცარუკიანი ვიდეოს ავრცელებს
„როგორც იქნა, ვიპოვე სპარინგ-პარტნიორი თოფურიასთვის მოსამზადებლად“ - ცარუკიანი ვიდეოს ავრცელებს