„როგორც იქნა, ვიპოვე სპარინგ-პარტნიორი თოფურიასთვის მოსამზადებლად“ - ცარუკიანი ვიდეოს ავრცელებს
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ ილია თოფურიასთან ბრძოლისთვის მოსამზადებლად, იდეალური სპარინგ-პარტნიორი იპოვა.
„როგორც იქნა, ვიპოვე სპარინგ-პარტნიორი თოფურიასთვის მოსამზადებლად. ვინ თქვა, რომ მოკლეფეხება მეტოქესთან ორმაგი დარტყმა არ შემიძლია?“ - წერს ცარუკიანი.
View this post on Instagram
შეგახსენებთ, რომ თოფურიას ოჯახური პრობლემების გამო დროებითი პაუზა აქვს აღებული. ილიას არყოფნაში პედი პიმბლეტი და ჯასტინ გეიჯი დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის იბრძვიან, ხოლო გამარჯვებული სწორედ „ელ მატადორს“ დაუპირისპირდება.
პარალელურად, არმან ცარუკიანი სოციალურ ქსელში ილიას გამოწვევას აგრძელებს და ამბობს, რომ თოფურიასთან ჩხუბი უნდა მიიღოს.