გულიაშვილი ესპანეთში ითამაშებს | მისი ახალი კლუბი ცნობილია
საქართველოს ეროვნული ნაკრების 24 წლის შემტევი გიორგი გულიაშვილი კარიერას სანტანდერის „რასინგში’’ გააგრძელებს. ინფორმაცია ბოსნიური გამოცემა MeridianSportBH-მა გაავრცელა. მოგვიანებით, ტრანსფერი კლუბმა დაადასტურა. გულიაშვილი „რასინგში'' 2029 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
View this post on Instagram
სანტანდერის „რასინგი’’ ლა ლიგაში აღზევების მთავარი კანდიდატია, 20 ტურის შემდეგ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილს 38 ქულით ლიდერობს.
ესპანეთის სამეფო თასის 1/8-ფინალში „რასინგი'' „ბარსელონას'' მიიღებს. ერთმატჩიანი დაპირისპირება 16 იანვარს გაიმართება, მანამდე კი ლა ლიგა 2-ში „რასინგი'' „სარაგოსას'' უმასპინძლებს (11 იანვარი).
„რასინგის'' მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ალბერტომ გულიაშვილის შესახებ ისაუბრა (იხილეთ).
გიორგი გულიაშვილის კარიერაში 2024-25 წლების სეზონი საუკეთესო იყო (37 მატჩში 21 გოლი და 6 საგოლე პასი), რასაც ეროვნულ ნაკრებში რეგულარული მიწვევა მოჰყვა, სანიოლი შეკრებებზე რეგულარულად იძახებს და პერიოდულად ათამაშებს. საკლუბო დონეზე მიმდინარე სეზონი ფეხბურთელისთვის ნაკლებად წარმატებულია, რადგან გოლების გატანას მკვეთრად მოუკლო, თუმცა „სარაევო’’ შეტევების შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა, 20 მატჩში 2 გოლი შეაგდო (1 პენალტით) და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში იური ტაბატაძე („კადისი'') და ლუკა გაგნიძე („გრანადა'') თამაშობენ.