გიორგი გულიაშვილი, რასინგი
Aa
Aa

„მის შეძენას ზაფხულშიც ვცდილობდით“ - რასინგის მწვრთნელი გულიაშვილზე

სანტანდერის „რასინგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ალბერტომ გუნდის ახალწვეულზე, გიორგი გულიაშვილზე ისაუბრა, რომელიც ესპანურ კლუბს „სარაევოდან“ შეუერთდა.

„გიორგი გულიაშვილის შეძენას ზაფხულშიც ვცდილობდით, თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი ვერ შედგა, ახლა კი წარმატებულად დავასრულეთ მოლაპარაკებები.

მას შეუძლია როგორც ორივე ფლანგზე, ისე ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში. ძალიან აგრესიული ფეხბურთელია, ორივე ფეხით კარგად თამაშობს, საგოლე ალღო აქვს და ბოლო პასის გაკეთებაც შეუძლია“.

ცნობისთვის, გულიაშვილმა „რასინგთან“ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 2019-23 წლებში ქართველი ფორვარდი „საბურთალოს“ ღირსებას იცავდა, 2023 წლიდან კი ბოსნიურ „სარაევოში“ თამაშობდა (ერთი სეზონი იჯარით „ველეჟ მოსტარში“ გაატარა). საქართველოს ნაკრებში გულიაშვილმა 6 მატჩი ჩაატარა.

რაც შეეხება „რასინგს“, „ვერდიბლანკოსი“ 20 ტურის შემდეგ ლა ლიგა 2-ს 38 ქულით ლიდერობენ. მომდევნო მატჩს ხოსე ალბერტოს გუნდი ხვალ „სარაგოსას“ წინააღმდეგ ჩაატარებს, 15 იანვარს კი სამეფო თასზე „ბარსელონას“ მიიღებს. სწორედ „ბლაუგრანასთან“ შეიძლება შედგეს გულიაშვილის დებიუტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ხმის მიცემა დაიწყო | კვარა EA SPORTS FC-ის წლის გუნდის წევრობის ნომინანტია
ხმის მიცემა დაიწყო | კვარა EA SPORTS FC-ის წლის გუნდის წევრობის ნომინანტია