ხვიჩა კვარაცხელია, ლუის ენრიკე
Aa
Aa

„მარსელი ჩვენზე უკეთესი იყო, ეს მატჩი უნდა შევისწავლოთ“ | ლუის ენრიკეს კომენტარი

ლუის ენრიკეს „პარი სენ-ჟერმენმა“ საფრანგეთის სუპერ თასი მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრაში პარიზელებმა „მარსელი“ პენალტების სერიაში დაამარცხეს და მატჩის შემდეგ ესპანელმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდის გამოსვლა შეაფასა.

„უაღრესად დაძაბული შეხვედრა იყო. კარგად დავიწყეთ, მაგრამ მატჩის ბოლოსკენ მარსელი ძალიან კარგად გამოიყურებოდა და თამაშში დარჩენა დაიმსახურა. რთული შეხვედრა იყო და მარსელმა ჩვენზე უკეთ ითამაშა. ანალიზი უნდა გავაკეთო და ეს მატჩი შევისწავლო, მანამდე კი დე ძერბის, რომელსაც ყველა აკრიტიკებს, უნდა მივულოცო. ის ძალიან კარგი მწვრთნელია და გუნდს შესანიშნავ ფეხბურთს ათამაშებს.

შეგვეძლო, თამაში მოგვეკლა და მეორე გოლი გაგვეტანა. მეტოქე ძალიან შემტევ ფეხბურთს თამაშობდა და ცდილობდა, შანსები შეექმნა. საბოლოოდ, მიმაჩნია, რომ ეს პარი სენ-ჟერმენი განსაკუთრებული გუნდია, განსაკუთრებული მენტალიტეტით. დღეს მინდა, გონსალუ რამუშს მივულოცო. ის საოცარი ფეხბურთელი და ბრწყინვალე ადამიანია. ყოველთვის იქ არის, სადაც საჭიროა და მზად არის, ორი ან სამი წუთითაც კი მაქსიმუმი გააკეთოს.

პენალტების სერია? ხალხი ამბობს, რომ თერთმეტმეტრიანების სერია იღბალზეა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, იღბლის ფაქტორი არსებობს, მაგრამ პენალტებზე ყველა გუნდი მუშაობს. გოლკიპერების მწვრთნელები ამაზე დიდ დროს ხარჯავენ და ლუკას გამო ძალიან ბედნიერი ვარ. პსჟ-ს ყველა მეკარის გამო ვარ ბედნიერი, რადგან ყოველთვის, როდესაც ასეთი შანსი ეძლევათ, მაღალ დონეს აჩვენებენ.“

ცნობისთვის, „პარი სენ-ჟერმენის“ მხრიდან ანგარიში უსმან დემბელემ გახსნა. „მარსელმა“ მეისონ გრინვუდის პენალტით გაათანაბრა, 87-ე წუთზე კი ვილიამ პაჩოს ავტოგოლით დაწინაურდა. პსჟ გონსალუ რამუშმა, მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთზე იხსნა და პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც ენრიკეს ბიჭებმა 4:1 მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამის გაკეთება ძალიან, ძალიან, ძალიან ძნელია“ | ობრანიაკმა კვარა და დუე გამოარჩია
„ამის გაკეთება ძალიან, ძალიან, ძალიან ძნელია“ | ობრანიაკმა კვარა და დუე გამოარჩია