გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძეს უნდა მოვუფრთხილდეთ | ქართველი ბრისტოლთან მატჩს გამოტოვებს

„უოტფორდის'' მთავარმა მწვრთნელმა ხავი გარსიამ „ბრისტოლთან'' მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. ერთ-ერთი კითხვა გიორგი ჩაკვეტაძეს ეხებოდა.

კითხვა: „ჩაკვეტაძეს „ჰალ სიტისთან“ არ უთამაშია. ეს სიფრთხილის გამო მოხდა?''

ხავი გარსია: „გიორგის შესახებ ბოლო პრესკონფერენციაზე ვისაუბრეთ. ჩვენ მას უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ბრუნდება. მართალია, ახლა რაიმე განსაკუთრებულს ტკივილს არ გრძნობს, მაგრამ ამ ეტაპზე ცოტა მოფრთხილება მაინც საჭიროა. დარწმუნებული ვარ, როცა დაგვჭირდება, მზად იქნება.“

გასული წლის აპრილიდან მოყოლებული, ჩაკვეტაძეს ტრავმა აწუხებდა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ მოედანს მხოლოდ ნოემბერში დაუბრუნდა. 25 ნოემბერს, „პრესტონთან“ მატჩში ცვლილებაზე ითამაშა, ჩემპიონშიფში ზედიზედ 9 მატჩი ჩაატარა. სწორედ მეცხრე მატჩში, „ბირმინგემის“ წინააღმდეგ საგოლე გადაცემაც შეასრულა, თუმცა გასულ კვირას „ჰალ სიტისთან“ სამატჩო განაცხადში აღარ ფიგურირებდა. როგორც ხავი გარსიამ განაცხადა, ფეხბურთელი ტკივილს არ გრძნობს, მას ტრავმა არ აწუხებს, თუმცა სიფრთხილე მაინც საჭიროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაცვაში ბევრს მუშაობდა, კარგი მატჩი ჰქონდა“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე
„დაცვაში ბევრს მუშაობდა, კარგი მატჩი ჰქონდა“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაზე