მეოთხედფინალში თამაშზე უარს ამბობდნენ | პრობლემები ნიგერიის ნაკრებში
აფრიკის თასის მეოთხედფინალში ნიგერიის ნაკრების მეტოქე ალჟირი იქნება. The Athletic-ის ინფორმაციით, არსებობდა შანსი, რომ „სუპერ არწივებს“ მოედანზე გასვლაზე უარი ეთქვათ და კონტინენტის პირველობას გამოთიშულიყვნენ.
ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის ცნობით, ამის მიზეზი გადაუხდელი ბონუსებია. ნიგერიელ ფეხბურთელებს ფედერაციისგან აფრიკის თასზე მიღწეული წარმატებისთვის დაწესებული ბონუსები არ მიუღიათ და ვარჯიშზე და მარაკეშში გამგზავრებაზე უარი განაცხადეს.
პროტესტის შემდეგ ნიგერიის ფინანსთა მინისტრმა, დორის ნკირუკა უზოკა-ანიტემ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ „სუპერ არწივების“ მოთამაშეები ბონუსებს ძალიან მალე მიიღებენ და თანხა მომდევნო 24 საათში ჩაირიცხება.
ცნობისთვის, ნიგერიისა და ალჟირის ნაკრებების დაპირისპირება 10 იანვარს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებულის მომდევნო მეტოქე კამერუნი ან მაროკო იქნება.