ენტონი ედვარდსი, ლებრონ ჯეიმსი, კევინ დურანტი
Aa
Aa

ლებრონისა და დურანტის შემდეგ - ენტონი ედვარდსის შთამბეჭდავი მიღწევა

„მინესოტა ტიმბერვულვზის“ ლიდერი, ენტონი ედვარდსი გახდა მესამე ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, ვინც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 10 000 ქულა ჩააგდო.

„კლივლენდთან“ მატჩამდე ედვარდსს (24 წლისა და 156 დღის) 9 977 ქულა ჰქონდა ჩაგდებული და მეოთხე მეოთხედში 10 000-იან ნიშნულს მიაღწია და ამ მაჩვენებლით კობი ბრაიანტს გაუსწრო (24 წლისა და 194 დღის). ედვარდსმა „კავალიერსს“ 25 ქულა ჩაუგდო და „მინესოტას“ მიმდინარე სეზონში 25-ე გამარჯვება მოუტანა.

10 000 ქულა ედვარდსზე უფრო სწრაფად NBA-ში მხოლოდ ლებრონ ჯეიმსმა (23 წლისა და 59 დღის) და კევინ დურანტმა (24 წლისა და 33 დღის) ჩააგდეს.

„ძალიან მიხარია, მაგრამ ვიცი, რომ წინ უფრო დიდი ამოცანები მაქვს. ჩემზე სწრაფად 10 000 ქულა მხოლოდ ლებრონმა და დურანტმა ჩააგდეს? რაღაც მხრივ სევდიანია, რომ ბრაიანტს გავუსწარი, კიდევ 100 დღე უნდა დამეცადა“, - განაცხადა ედვარდსმა მატჩის შემდეგ.

ცნობისთვის, „მინესოტამ“ ედვარდსი 2020 წლის დრაფტზე პირველი რაუნდის პირველ პიკად აიყვანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იანისის მორიგი რეკორდი - ბერძენი აბდულ-ჯაბარზე და რობერტსონზე წინ დადგა
იანისის მორიგი რეკორდი - ბერძენი აბდულ-ჯაბარზე და რობერტსონზე წინ დადგა